08 ოქტომბერი 2024,   18:53
ვრცლად
"საფრანგეთი არის ომში,"- ფრანსუა ოლანდი

"საფრანგეთი არის ომში,"- ამ წუთებში ვერსალში პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი საფრანგეთის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს მიმართავს. ოლანდი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ტერორისტული აქტები საფრანგეთში სირიაში დაიგეგმა. 

საგანგებო შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ ტერორისტული აქტების დროს დაღუპული მოქალაქეების პატივისცემის ნიშნად წუთიერი დუმილით დაიწყო. 

ვერსალში ფრანსუა ოლანდის სიტყვით გამოსვლას წამყვანი უცხოური მედიასაშუალებები პირდაპირ ეთერში გადასცემენ. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები