08 ოქტომბერი 2024,   18:49
ვრცლად
42-ე მუხლი პირველად ამოქმედდა - ევროკავშირი საფრანგეთს სრულად დაეხმარება

პირველად ევროკავშირის არსებობის ისტორიაში ორგანიზაცია 42-ე მუხლის ამოქმედებას დასთანხმდა.

წესდების მიხედვით, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყანა საკუთარ ტერიტორიაზე შეიარაღებული აგრესიის მსხვერპლი ხდება, დანარჩენი წევრები ვალდებულები არიან, გაუწიონ მას დახმარება და მხარდაჭერა გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც სახელმწიფოების თავდაცვის უფლებას ითვალისწინებს.

საფრანგეთმა ევროკავშირს 42-ე მუხლის ამოქმედების თხოვნით პარიზის ტერაქტების შემდეგ მიმართა.

ინიციატივა დღეს ბრიუსელში ევროკავშირის თავდაცვის მინისტერიალზე განიხილეს და პარიზს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს. 

 

 

დღის ამბები