08 ოქტომბერი 2024,   18:48
ვრცლად
მსოფლიო ლიდერები ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ერთიან გეგმაზე მუშაობენ

საფრანგეთსა და ბელგიაში ტერორისტებს ეძებენ. პარიზის მეთვრამეტე რაიონში ნაპოვნი შავი ფერის რენო მესამე ავტომობილია, რომლითაც 13 ნოემბრის ღამეს ტერორისტები გადაადგილდებოდნენ.

ფრანგი სამართალდამცველები ტერორისტების თანამზრახველთა შესახებ მტკიცებულებებს აგროვებენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეცსამსახურებმა უკვე მეორე მასშტაბური რეიდი ჩაატარეს. გაჩხრიკეს ეჭვმიტანილთა საცხოვრებელი სახლები.

გამოძიებაში გერმანიაც ჩაერთო და 5 ეჭვმიტანილი დააკავა. ბელგიაში კი საფრთხის დონე გაზარდეს. ქუჩებში პოლიციის დამატებითი ქვედანაყოფები განალაგეს. უსაფრთხოების მიზნით საფეხბურთო მატჩებიც გადადეს.

მსოფლიო ლიდერები დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიას განიხილავენ.

ბარაკ ობამამ უკვე განაცხადა, რომ სირიაში სახმელეთო ჯარის შეყვანას არ აპირებს. ბრიტანეთმა აგენტების რიცხვის გაზრდა გადაწყვიტა.

პირველად ამოქმედდება ევროკავშირის ლისაბონის ხელშეკრულების 42–ე პუნქტი, რომელიც აგრესიის შედეგად დაზარალებული წევრი ქვეყნის ფინანსურ და სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს. ამ მოთხოვნით ბრიუსელს ოფიციალურმა პარიზმა მიმართა.

 

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე 

დღის ამბები