08 ოქტომბერი 2024,   18:48
ვრცლად
სროლის ხმა პარიზის გარეუბანში - პირველი კადრები სპეცოპერაციიდან

უკვე ერთი საათია სროლის ხმა ისმის პარიზის გარეუბანში. სენ-დენიში, მსოფლიო მედია საშუალებების ინფორმაციით, ტერაქტებში ეჭვმიტანილის აყვანის ოპერაცია მიმდინარეობს.

უკვე გავრცელდა პარიზში მიმდინარე მოვლენების ამსახველი პირველი კადრები. ვრცელდება თვითმხილველთა მიერ ტელეფონით გადაღებული კადრებიც.

ერთ-ერთი ინფორმაციით, სამართალდამცველების მხრიდან არიან დაჭრილები. ქალაქის ნაწილი პოლიციას გადაკეტილი აქვს. დამატებითი დეტალები უცნობია.

ტერაქტების სერიის შემდეგ, ეს პარიზში პირველი მასშტაბური სპეც ოპერაციაა ეჭვმიტანილების დასაკავებლად.

დღის ამბები