08 ოქტომბერი 2024,   18:48
ვრცლად
ისლამურ სახელმწიფოზე იერიშებს საფრანგეთი და რუსეთი აგრძელებენ

საფრანგეთის ავიაცია ისლამური სახელმწიფოს ინფრასტრუქტურის გადადგურებას განაგრძობს. გვიან ღამით მოიერიშეებმა სირიაში რამდენიმე ობიექტი დაბომბეს, მათ შორის დაჯგუფების 2 სამეთაურო ცენტრიც, რომლებიც რაქაში იყო განლაგებული.

იერიშებს სირიაში რუსეთიც განაგრძობს. მორიგი შეტევა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ზღვიდან და ჰაერიდან განახორციელეს. მას შედეგ, რაც მოსკოვმა ეგვიპტეში რუსული ლაინერის კატასტროფა ტერაქტად აღიარა, ვლადიმერ პუტინმა ოპერაციის გაძლიერების ბრძანება გასცა და საფრანგეთის პრეზიდენტს ოპერაციის კოორდინირებულად წარმართვაზე შეუთანხმდა.

ანტიტერორისტულ ოპერაციაში ფრანგი სამხედროები რუს კოლეგებთან ითანამშრომლებენ.

დღის ამბები