08 ოქტომბერი 2024,   18:46
ვრცლად
ავსტრალიაში ტყის ხანძარს მსხვერპლი მოყვა

მსხვერპლი მოყვა ტყის ხანძარს ავსტრალიაში. ქვეყნის დასავლეთ რეგიონში ხანძარი მეხის დაცემის შედეგად გაჩნდა. ცეცხლი მალევე მოედო 300 ათასი ჰექტარის ფართობს და სახცოვრებელი სახლებიც გადაწვა.

მაშველების განცხადებით, 4 ადამიანია დაღუპული. სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფები და ვერტმფრენებია მობილიზებული, თუმცა ხანძარი უკონტროლოა.

მეხანძრეების განცხადებით, ცეცხლის ლოკალიზებას ძლიერი სიცხე და ქარი აფერხებს. რეგიონში ტემპერატურა 35 გრადუსს აჭარბებს. 

დღის ამბები