15 აგვისტო 2026,   16:22
ვრცლად
გარდაიცვალა სპორტული ჟურნალისტი გოგი ფრანგიშვილი

გარდაიცვალა სპორტული ჟურნალისტი გოგი ფრანგიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის სპორტულ რედაქციებში მუშაობდა.

გოგი ფრანგიშვილი იყო პროგრამა "მოამბის" სპორტული მიმომხილველი, პოპულარული სატელევიზიო გადაცემების, "ასპარეზისა" და "ოვერტაიმის" ავტორი და წამყვანი, რადიოჟურნალ "ფიზკულტურა და სპორტის" რედაქტორი.

ასევე, ერთ-ერთი ავტორი მრავალსერიიანი დოკუმენტური ფილმის, "ათენიდან – ათენამდე". მას ქართულ პრესაში გამოქვეყნებული აქვს მრავალი წერილი სპორტის ისტორიასა და საქართველოს დიდ ჩემპიონების შესახებ.

დღის ამბები