08 ოქტომბერი 2024,   18:45
ვრცლად
პარიზის ტერაქტების მთავარი ორგანიზატორი, შესაძლოა, რეიდის დროს მოკლეს

ფრანგი ექსპერტები ცდილობენ დაადგინონ, არის თუ არა რეიდის დროს მოკლული ეჭვმიტანილი პარიზის ტერაქტების მთავარი ორგანიზატორი აბდელ ჰამიდ აბაუდი.

თავდაპირველად გავრცელდა, ცნობა, რომ ის სან–დენის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

საფრანგეთის პროკურატურა კი ჯერჯერობით აბაუდის გარდაცვალების ფაქტს არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ის არც დაკავებულ ეჭვმიტანილებს შორის აღმოჩნდა.

სპეცოპერაცია სან დენის რაიონში მდებარე ერთ–ერთ საცხოვრებელ ბინაში სპეცრაზმმა გუშინ ჩაატარა. ტერორისტმა ქალმა თავი აიფეთქა, მეორე ეჭვმიტანილი კი სამართალდამცველებმა მოკლეს.

ახლა გამოძიება სწორედ მათი იდენტიფიკაციის პროცესის დასრულებას ელოდება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები