08 ოქტომბერი 2024,   18:45
ვრცლად
ობამა სირიის კრიზისზე პუტინს არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს

ბარაკ ობამა სირიის კრიზისთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინს არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მანილაში კანადის პრემიერმინისტრთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ რუსეთმა და ირანმა უნდა გადაწყვიტონ, კვლავ დაუჭერენ მხარს სირიის მოქმედ ლიდერს, თუ ხელს შეწყობენ ქვეყანაში ახალი ლეგიტიმური ხელისუფლების ფორმირებას.

ბარაკ ობამას თქმით, წარმოუდგენელია სირიაში სამოქალაქო ომის დასრულება და "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხება ბაშარ ასადის გადადგომის გარეშე.

დღის ამბები