08 ოქტომბერი 2024,   18:59
ვრცლად
ევროკავშირში ტერაქტების გამო საზღვრის კონტროლი ძლიერდება

ტერაქტების საფრთხის გამო დღეიდან ევროკავშირი საზღვრების კონტროლს აძლიერებს. შეთანხმებას ორგანიზაციის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების საგანგებო შეხვედრაზე მიაღწიეს.

შემოწმების ახალი ნორმები შეეხება ყველა ქვეყანის მოქალაქეს, მათ შორის იმ ქვეყნების, რომლებსაც ევროკავშირთან უვიზო მომისვლა აქვთ და წევრი ქვეყნების მოქალაქეებსაც.

კონტროლის გამკაცრება, მათ შორის, ევროპელებისთვის საფრანგეთმა მოითხოვა. პარიზში განმარტავენ, რომ ექსტრემისტების უმეტესობას უკვე ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეობა აქვთ.

მინისტერიალმა საფრანგეთის კიდევ 2 ინიციატივას დაუჭირა მხარი. წლის ბოლომდე ევროკავშირი ავიამგზავრებისა და პოტენციურად საშიში პირების მონაცემების ერთიან ბაზას ჩამოაყალიბებს და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის მიზნით საგანგებო ნორმებს აამოქმედებს.

დღის ამბები