08 ოქტომბერი 2024,   18:48
ვრცლად
ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი - მეოთხე დონე გამოცხადდა

ბელგიის ხელისუფლებამ პირველად ქვეყნის ისტორიაში ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი - მეოთხე დონე გამოაცხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას მედიასაშუალებები ბელგიის საფრთხეების ანალიზის ცენტრის განცხადების საფუძველზე ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ "სიტუაციის ანალიზმა სერიოზული საფრთხე გამოავლინა" და ეს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღებასა და მოსახლეობისთვის დეტალური ინსტრუქციების მიწოდებას ითვალისწინებს. 

მოსახლეობას მასობრივი შეკრებებისგან თავის შეკავება და სამართალდამცველების ინსტრუქციების შესრულება ევალება.

ხელისუფლება დედაქალაქის მცხოვრებლებს ურჩევს, თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან და მოუწოდებს, სამართალდამცავი ორგანოების განკარგულებები ზედმიწევნით შეასრულონ.

სპეცსამსახურები პარიზის თავდასხმების შემსრულებლებს ამ დრომდე ეძებენ. პროკურატურამ ერთ-ერთ თანამზრახველს, რომელიც ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დააკავეს, ტერორიზმის მუხლით ბრალი წაუყენა. საუბარია 39 წლის წარმოშობით მაროკოელ მამაკაცზე, რომელმაც, გამოძიების ცნობით, პარიზიდან დაბრუნებული ერთ-ერთი ტერორისტი, სალაჰ აბდესლამი, შეიფარა. სამართალდამცველებმა მის მანქანასა და სახლში იარაღი და სისხლის კვალი აღმოაჩინეს. ბრალდებული აცხადებს, რომ მას აბდესლამი 14 ნოემბრის შემდეგ არ უნახავს.

დღის ამბები