08 ოქტომბერი 2024,   18:47
ვრცლად
მობილიზაცია ბრიუსელის ცენტრში-სასტუმრო "რედისონში" საგანგებო მდგომარეობაა

ტერორიზმის საფრთხე. სოციალურ ქსელ Twitter-ში ბოლო რამდენიმე წუთია ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრიუსელის ცენტრში ცენტრალურ სადგურზე სამართალდამცავები და ჯარისკაცები არიან მობილიზებულნი. 

არსებული ინფორმაციით ჯარისკაცები სადგურთან მდებარე სასტუმრო რედისონში შევიდნენ და მომსახურე პერსონალს და სასტუმროში მყოფ დამსვენებლებს მოუწოდეს დარჩენილიყვნენ სასტუმროს ტერიტორიაზე. 

როგორც Twitter-ში სასტუმროში მყოფი პირები წერენ ჯარისკაცები მათ მოუწოდებენ დადგნენ ფანჯრებიდან მოშორებით, რადგან აფეთქების საფრთხე არსებობს. 

არსებული ინფორმაციით სამართალდამცავებმა სასტუმროს ყველა გასასვლელ-შემოსასვლელი ჩაკეტეს და პერიმეტრს თავად აკონტროლებენ. 

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის არ ხმაურდება. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები