08 ოქტომბერი 2024,   18:47
ვრცლად
საფრანგეთის პოლიციამ მესამე თვითმკვლელი ტერორისტის ფოტო გაავრცელა

პარიზის ტერაქტების გამოძიებამ პატიმრობის ვადა გაუგრძელა იმ ბინის მფლობელს, სადაც ხუთშაბათს სპეც ოპერაციის დროს ტერორისტი აბდელჰამიდ აბაუდი მოკლეს. იმავე დღეს დაკავებული დანარჩენი 7 ადამიანი კი უკვე თავისუფალია.

პოლიციამ გაავრცელა მესამე თვითმკვლელი ტერორისტის ფოტო, რომელიც ევროპის ტერიტორიაზე საბერძნეთის გავლით შევიდა. პოლიციას მის იდენტიფიცირებაში ხალხის დახმარების იმედი აქვს.

საფრანგეთი კი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას სირიის ფრონტზეც განაგრძობს. დღეიდან საზღვაო ოპერაციაში ვერტფრენმზიდი შარლ დე გოლიც ჩაერთვება. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.

საფრანგეთმა სირიაში საჰაერო ოპერაციასთან ერთად, საზღვაო შეტევები სწორედ პარიზის ტერაქტების შემდეგ დაიწყო. მის სამიზნეს კი ისლამური სახელმწიფოს პოზიციები წარმოადგენს.

დღის ამბები