08 ოქტომბერი 2024,   18:47
ვრცლად
უამინდობამ შეერთებულ შტატებში წინასაარჩევნო კამპანია შეაფერხა

უამინდობამ შეერთებულ შტატებში წინასაარჩევნო კამპანია შეაფერხა. ვისკონსინსა და სამხრეთ დაკოტას შტორმმა გადაუარა და ამ სეზონისთვის უჩვეულოდ დიდი ნალექი მოვიდა. თოვლის საფარის სისქე ზოგიერთ რაიონში ნახევარ მეტრს აღწევს.

თოვას ძლიერი ქარიც ახლდა თან, რის გამოც გადაიდო ავიარეისების ნაწილი. მედიის ინფრომაციით, ფრენების გაუქმების გამო საპრეზიდენტო კანდიდატებმა სხვადასხვა პარტიიდან წინასაარჩევნო შეხვედრებიც გადადეს.

ჩაკეტილია ავტომაგისტრალებიც. მეტეოროლოგების პროგნოზით, უამინდობა რეგიონში კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება. შტორმი ოჰაიოს შტატს უახლოვდება.

დღის ამბები