08 ოქტომბერი 2024,   18:49
ვრცლად
თურქეთმა რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევა არ აპატია და სუ24 ჩამოაგდო

თურქეთმა  ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რუსულ ბომბდამშენი ჩამოაგდო.

თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და უკვე ვრცელდება პირველი კადრები, სადაც აფეთქებულ სუ24-თან ერთად დაღუპული რუსი მფრინავიც არის აღბეჭდილი.

პუტინი ანკარას "ზურგში დანის ჩარტყმასა" და ტერორისტების მხარდაჭრაში ადანაშაულებს.

თურქეთი ნატო-ს წევრი ის ერთადერთი სახელმწიფო აღმოჩნდა, რომელმაც რუსეთს საჰაერო საზღვრის დარღვევა აღარ აპატია.

ბოლო პერიოდში მოსკოვს საზღვრების დარღვევაში არაერთი ქვეყანა ადანაშაულებდა, თუმცა ეს აღშფოთება მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლებოდა.

ანკარაში აცხადებენ, რომ ბომდამშენის ეკიპაჟი 10–ჯერ გააფრთხილეს, რომ თურქეთის ტერიტორია დაეტოვებინა და მხოლოდ ამის შემდეგ გახსნეს ცეცხლი.

ამ წუთებში კი ნატო-ს შტაბბინაში თურქეთის ინიციატივით საგანგებო სხდომა მიმდინარეობს. 

 

 

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები