08 ოქტომბერი 2024,   18:45
ვრცლად
ტერორიზმის საფრთხე - ფრანსუა ოლანდსა და ბარაქ ობამას შორის შეხვედრა დასრულდა

დღევანდელი ფაქტის შემდეგ ჯერ უცნობია, შეიცვლება თუ არა რუსეთის სტრატეგია სირიასთან დაკავშირებით.

საფრანგეთის პრეზიდენტი პირადად აპირებს მოსკოვში ჩასვლას და ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს ფართო კოალიციის შექმნის თაობაზე. მანამდე კი ფრანსუა ოლანდი შეერთებული შტატების პრეზიდენტს ესაუბრა.

შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, რის შემდეგაც საფრანგეთისა და ამერიკის პრეზიდენტებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა, ბარაკ ობამას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა მას ტერაქტების შემდეგ გვიან ღამით დაურეკა და დახმარება აღუთქვა. 

"ჩვენი საერთო ვალდებულებაა, ტერორიზმს ვებრძოლოთ. ამერიკელი ხალხმა ფრანგ ხალხს ამ დღეებში უდიდესი თანადგომა აგრძნობინა. რა თქმა უნდა, ჩვენ სხვადასხვა ისტორია და კულტურა გვაქვს, მაგრამ ვიზიარებთ თავისუფლების რწმენას. პარიზის თავდასხმებით ტერორისტების სამიზნე მთელი მსოფლიო გახდა. შეხვედრაზე დავადასტურეთ ჩვენი განზრახვა, რომ ვებრძოლოთ ტერორიზმს ყველგან. არ მივცემთ მათ უფლებას, მსოფლიოს ზიანი მიაყენონ. ისინი უნდა განადგურდნენ. კოალიციის გაძლიერებასთან ერთად, ჩვენ ასევე მხარს დავუჭერთ ყველას, ვინც ისლამურ სახელმწიფოს ადგილზე ებრძვის," - აღნიშნა ფრანსუა ოლანდმა. 

ერთობლივ პრესკონფერენციაზე განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ. 

"ახლა მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი მომენტი დგას. ისალმური სახელმწიფო ჩვენთის დიდ საფრთხეს წარმოადგენს და ერთად უნდა ვებრძოლოთ მას. სწორედ ერთიანობაა მიზეზი, რის გამოც ჩვენ ახლა აქ, ერთმანეთის გვერდით ვდგავართ. საფრანგეთი ჩვენი უძველესი მოკავშირეა. პარიზის ტერაქტებმა ჩვენს ისევე შეგვძრა, როგორც თქვენ. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ კოალიციის ბრძოლა ISIS-ის წინააღმდეგ. შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. მეტად უნდა ვიმუშაოთ, რომ თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი თავდასხმები. ვისაუბრეთ სირიის კრიზისზეც. მიგვაჩნია, რომ რუსეთმა ამ პროცესში უფრო მეტად კონსტრუქციული როლი უნდა შეასრულოს," - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. 

 

 

დღის ამბები