08 ოქტომბერი 2024,   18:50
ვრცლად
საფრანგეთი ითანამშრომლებს რუსეთთან, თუ მოსკოვი საკუთარ მცდელობებს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლისკენ მიმართავს - ფრანსუა ოლანდი

თურქეთის მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ პირველი განცხადებები გაკეთდა ვაშინგტონში, სადაც ბარაკ ობამა და ფრანსუა ოლანდი ერთმანეთს შეხვდნენ. 

ფრანსუა ოლანდის თქმით, საფრანგეთი მზად არის რუსეთთან ერთად მუშაობისთვის, თუ ის ყურადღებას ისლამური სახელმწიფოს დამარცხებისკენ გადაიტანს.

„საფრანგეთს სურს ითანამშრომლოს ნებისმიერ ქვეყანასთან, რომელსაც უნდა სირიაში სამოქალაქო ომის დასრულება. ვაპირებ რუსეთის პრეზიდენტს განვუცხადო, რომ საფრანგეთი მზად არის მათთან ერთად იმუშაოს, თუ მოსკოვი საკუთარი მცდელობებს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლისკენ მიმართავს,“ - განაცხადა ფრანსუა ოლანდიმ.

პრეზიდენტებმა ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ კოალიციის წარმატებების შესახებაც ისაუბრეს. პარიზის ტერაქტების შემდეგ, ეს ობამასა და ოლანდის პირველი შეხვედრა იყო.

საფრანგეთის პრეზიდენტი გაეროს შტაბბინაშიც აპირებს ვიზიტს, რის შემდეგაც ის მოსკოვში პუტინთან შესახვედრად გაემგზავრება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები