08 ოქტომბერი 2024,   18:48
ვრცლად
"არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ ყველაფერი გავაკეთეთ ამ ინციდენტის თავიდან ასაცილებლად" - რეჯეფ ტაიპ ერდოღანი

სუ 24-ის ჩამოდგებიდან რამდენიმე საათში უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა თურქეთის პრეზიდენტმა. რეჯებ ტაიპ ერდოღანმა პირველი კომენტარი უკვე გააკეთა მომხდარზე და განმარტა, რომ საზღვრის დაცვა თურქეთის უფლებაა, რასაც ყველამ უნდა სცეს პატივი.

მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდა ინციდენტის თავიდან ასაცილებლად. თურქული მედია ასევე წერს, რომ ჩამოგდებული რუსული სუ 24-ის ორივე მფრინავი ცოცხალია და ისინი ამჟამად სირიელ ამბოხებულებთან იმყოფებიან.

„საკმაოდ რთულ ვითარებაში ვგრძნობთ თავს ამ ინციდენტის გამო, თუმცა ეს ქმედება თურქეთის კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაშია. ჩვენ ქვეყანას არ აქვს მტრობა მეზობლების მიმართ. არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი იმ ფაქტში, რომ ყველაფერი გავაკეთეთ ამ ინციდენტის თავიდან ასაცილებლად. თუმცა ყველამ უნდა სცეს პატივი თურქეთის უფლებას - დაიცვას საკუთარი საზღვრები,“ - განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები