08 ოქტომბერი 2024,   18:49
ვრცლად
13 ნოემბრის ტერაქტებზე გამოძიება ახალ დეტალებს აქვეყნებს

საფრანგეთში 13 ნოემბრის ტერაქტებზე გამოძიება ახალ დეტალებს აქვეყნებს. როგორც ირკვევა, თავდასხმების მთავარი ორგანიზატორი აბდელჰამიდ აბაუდი თავდასხმების ღამეს შემთხვევის ადგილზე მეტროთი მივიდა, როცა იქ პოლიციას უკვე ანტიტერორისტული ოპერაცია ჰქონდა დაწყებული.

გარდა ამისა, მომხდარში იკვეთება სენ დენიში მდებარე ბინის მეპატრონის ბრალეულობაც, რომელმაც სავარაუდოდ იცოდა მისი მდგმურების ტერორისტული საქმიანობის შესახებ.

გუშინ კი ბომბის არსებობის შესახებ ანონიმური ზარის საფუძველზე პარიზის მეტროს 5 ხაზი დახურეს. საბოლოოდ საფრთხე არ დადასტურდა.

 

დღის ამბები