08 ოქტომბერი 2024,   18:52
ვრცლად
ნატო მხარს უჭერს თურქეთის ტერიტორიულ მთლიანობას - იენს სტოლტენბერგი

თურქეთი არის ალიანსის წევრი ქვეყნა და ნატოს სტრატეგიული პარტნიორი, ამიტომაც ნატო მხარს უჭერს თურქეთის ტერიტორიულ მთლიანობას, - ეს განცხადება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 2 საათიანი საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ასევე, ნატოს გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ აუცილებელია მოხდეს კონფლიქტის დე-ესკალაცია და ამისათვის უნდა იყოს გამოყენებული ყველა დიპლომატიური საშუალება.

სტოლტენბერგის თქმით, ნატო მხარს უჭერს ანკარასა და რუსეთს შორის კონტაქტს. მისი თქმით, საერთო მტერი, ნატოსაც და რუსეთსაც უნდა ჰყავდეს ისლამური სახელმწიფო.

“ვითარება საკმაოდ სერიოზულია, ამიტომ მივესალმები ანკარასა და მოსკოვს შორის მეტ კონტაქტს, რათა ეს ინციდენტი ამოიწუროს და მომავალში შესაძლებელი იყოს მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილება. ჩვენი საერთო მტერი უნდა იყოს ისლამური სახელმწიფო და მე მივესალმები ყველა მცდელობას, ამ ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ საბრძოლველად,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები