08 ოქტომბერი 2024,   18:48
ვრცლად
ავღანეთში თალიბებმა 15 სამხედრო აიყვანეს მძევლად

ავღანეთში თალიბებმა 15 სამხედრო აიყვანეს მძევლად. ყველა მათგანი ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა, რომელიც თურქმენეთის საზღვართან, ფარიაბის პროვინციაში ჩამოვარდა.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, კატასტროფა ტექნიკური პრობლემების გამო მოხდა და ბორტზე მყოფი 3 ადამიანი კი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, თალიბების ტყვეობაში 13 ავღანელი ჯარისკაცი და ორი უცხოელი აღმოჩნდა. ტერორისტები აცხადებენ, რომ თუ სამხედრო მეთაურობა მათი გათავისუფლებას შეეცდება, ისინი მძევლებს სიკვდილით დასჯიან.

დღის ამბები