08 ოქტომბერი 2024,   18:47
ვრცლად
ბრიუსელში მეტრო და სასწავლო დაწესებულებები კვლავ გაიხსნა

ბრიუსელში ტერაქტების საფრთხის უმაღლესი დონე დღესაც შენარჩუნებულია, თუმცა დღეიდან ქალაქში ფუნქციონირება განაახლეს მეტრომ და სასწავლო დაწესებულებებმა.

საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა დილის 7 საათიდან დაიწყო, მაგრამ მეტროს რამდენიმე ხაზი ისევ დახურულია.

ძალოვანები აცხადებენ, რომ საფრთხე ისევ არსებობს, რადგან პარიზის ტერაქტების მთავარი შემსრულებელი სალეჰ აბდესლამი ისევ თავისუფალია. პოლიცია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან აბდესლამი შესაძლოა შეიარაღებული იყოს და მას შაჰიდის ქამარიც ჰქონდეს.

ბრიუსელში და ბელგიის მასშტაბით უსაფრთხოების საგანგებო ზომები მოქმედებს. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზებში შეიარაღებული ჯარისკაცები პატრულირებენ.

დღის ამბები