08 ოქტომბერი 2024,   18:47
ვრცლად
"პატივი უნდა ვცეთ თურქეთის უფლებას დაიცვას საკუთარი საჰაერო სივრცე,"- დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი

ანკარას გადაწყვეტილებას მოკავშირე ქვეყნები მხარდაჭერას უცხადებენ. განცხადებები ამ თემაზე ვაშინგტონში, ბრიუსელში, ლონდონში და ბერლინში გაკეთდა.

მსოფლიო ლიდერები აღნიშნავენ, რომ რუსული ბომბდამშენის ჩამოგდებამ სირიაში ვითარება კიდევ უფრო დაძაბა, თუმცა მიიჩნევენ, რომ ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება საკუთარი საჰაერო სივრცე დაიცვას. დასავლეთი მოუწოდებს მოსკოვსა და ანკარას არ დაუშვან ვითარების ესკალაცია.

"რუსულ ბომბდამშენთან დაკავშირებით ფაქტები ჯერ ნათელი არ არის, თუმცა ვფიქრობ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ თურქეთის უფლებას დაიცვას საკუთარი საჰაერო სივრცე, ზუსტად ისევე, როგორც ჩვენ ვიცავთ ჩვენსას. უნდა ითქვას ისიც, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბოლომდე გაირკვეს რა მოხდა რეალურად,"- განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა. 

ამავე თემაზე ისაუბრა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმაც. 

"აშკარაა, რომ კრიზისი პოლიტიკური გზით უნდა მოგვარდეს. ვითარება გაამწვავა თურქეთის მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებამ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. რა თქმა უნდა ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი ტერიტორიის დაცვის უფლება, მაგრამ მეორეს მხრივ, უნდა გვახსოვდეს, რამდენად დაძაბულია სიტუაცია სირიაში. ველაპარაკე თურქეთის პრემიერს და ვთხოვე ძალისხმევა არ დაიშუროს, რომ ვითარება განიმუხტოს,"- აცხადებს ანგელა მერკელი.

 

დღის ამბები