08 ოქტომბერი 2024,   18:46
ვრცლად
გერმანიაში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 2 პირი დააკავეს

გერმანიის პოლიციამ სპეც ოპერაციის შედეგად ტერორიზმში ეჭვმიტანილი 2 პირი დააკავა. პოლიციის ინფორმაციით, ისინი ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდნენ.

მათი ძებნა სამართალდამცველებმა ჯერ ბერლინის ერთ-ერთ მეჩეთში დაიწყეს, რის შემდეგაც ქალაქის გარეუბანში გადაინაცვლეს, სადაც ისინი დააკავეს კიდეც.

იქვე იყო მათი ავტომობილიც, სადაც საეჭვო ხელჩანთა ნახეს, თუმცა შემოწმების შედეგად მასში რაიმე ასაფეთქებელი არ აღმოჩნდა. ეჭვმიტანილების საქმიანობას და სხვა დეტალებს გამოძიება შეისწავლის.

დღის ამბები