08 ოქტომბერი 2024,   18:46
ვრცლად
"მზად ვართ ვითანამშრომლოთ კოალიციასთან, რომელსაც შეერთებული შტატები ხელმღვანელობს" - ვლადიმერ პუტინი

რუსეთი მზად არის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეერთებულ შტატებთან და კოალიციასთან თანამშრომლობისთვის. ეს განცხადება ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტის დროს გააკეთა.

რუსეთის პრეზიდენტმა სუ 24-ის ჩამოგდების ფაქტზეს ისაუბრა და დასძინა, რომ რუსეთი არ მოელოდა თურქეთისგან მსგავს ნაბიჯს.

"არსებობს დაცვის ტექნიკური საშუალებები სარაკეტო იერიშებისგან. თუმცა, ჩვენ მათთვის არ მიგვიმართავს, რადგან გვეგონა, რომ თურქეთი მეგობარი ქვეყანა იყო და მისგან არ მოველოდით დარტყმას. ამიტომ ვთვლით, რომ ეს ინციდენტი ღალატი იყო. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ კოალიციასთან, რომელსაც შეერთებული შტატები ხელმღვანელობს. თუმცა, რა თქმა უნდა, ასეთი ინციდენტები აბსოლუტურად მიუღებელია," - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. 

დღის ამბები