08 ოქტომბერი 2024,   18:49
ვრცლად
თურქეთი არ აპირებს მოსკოვს თვითმფრინავის ჩამოგდების გამო მოუბოდიშოს

თურქეთი არ აპირებს მოსკოვს სუ-24 ტიპის თვითმფრინავის ჩამოგდების გამო მოუბოდიშოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა დასავლურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

რეჯებ ტაიპ ერდოღანის აზრით, ბოდიში იმ მხარემ უნდა მოიხადოს, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე შეიჭრა. მისი თქმით, ინციდენტის შემდეგ არაერთხელ სცადა პუტინთან დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ.

მან კატეგორიულად უარყო მოსკოვის ბრალდებები ისლამურ სახელმწიფოსთან ნავთობით ვაჭრობის თაობაზე. ერდოღანმა მოსკოვს საპირისპირო ბრალდებაც წამოუყენა და განაცხადა, რომ რუსეთი სირიაში არ იბრძვის ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ.

დღის ამბები