08 ოქტომბერი 2024,   18:46
ვრცლად
ბრიუსელში ტერორიზმის საფრთხე უმაღლესი დონიდან სამამდე შემცირდა

ბრიუსელში ტერორიზმის საფრთხე უმაღლესი, მეოთხე დონიდან სამამდე შემცირდა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა განაცხადა. მეოთხე, ყველაზე მაღალი დონე, მხოლოდ დედაქალაქში მოქმედებდა, ბელგიის დანარჩენ ნაწილში კი საფრთხის 3 დონე იყო შენარჩუნებული.

მიუხედავად ამისა, ბრიუსელში ისევ რჩება პოლიცა და ჯარი. გუშინ სახანძრო და პოლიცია იყო მობილიზებული ერთ-ერთ მეჩეთთან ევროკავშირის სათაო ოფისის სიახლოვეს. ამის მიზეზი მეჩეთში ნაპოვნი ფხვნილის შეკვრა გახდა. საბოლოოდ საფრთხე არ დადასტურდა. 

დღის ამბები