08 ოქტომბერი 2024,   19:02
ვრცლად
რუსეთმა თურქეთთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩერა

რუსეთმა თურქეთთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩერა. გადაწყვეტილება ძალაში 2016 წლის პირველი იანვრიდან შევა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი რუსეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლავროვის თქმით უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ მიიღო და ეს არ წარმოადგენს ვინმეს წინააღმდეგ მიმართულ მუქარას.

თურქეთის პრეზიდენტი კი ვლადიმერ პუტინის ბრალდებებს პასუხობს. რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით სატვირთო მანქანების დაბომბვა, რომლებიც რეგიონში კომერციულ და ჰუმანიტარულ ოპერაციებში მონაწილეობენ, ცეცხლთან თამაშის ტოლფასია. თურქეთის ლიდერის თქმით რუსეთი ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლას სირიის ოპოზიციაზე თავდასხმის საბაბად იყენებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა რაც 24 ნოემბერს თურქულმა მოიერიშემ  რუსული ბომბდამშენი სუ 24 ჩამოაგდო. 

დღის ამბები