08 ოქტომბერი 2024,   18:48
ვრცლად
ტერაქტი ნიგერიაში - დაღუპულია 20-ზე მეტი ადამიანი

ნიგერიაში ტერაქტის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას BBC ავრცელებს, რომლის თანახმად, თვითმკვლელმა ტერორისტმა შიიტების რელიგიურ ცერემონიაზე აიფეთქა თავი.

ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ ტერორისტმა თავი მაშინ აიფეთქა, როცა მისი დაკავება სამართალდამცველებმა სცადეს.

ნიგერიაში თავდასხმებს დაჯგუფება ბოკო ჰარამი ახორციელებს, რომელიც ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერად ითვლება. 

 

 

 

 BBC-ის ფოტო. 

დღის ამბები