08 ოქტომბერი 2024,   18:45
ვრცლად
რუსეთი ბოდიშის მოხდას ითხოვს - თურქეთი მსგავსი ნაბიჯის გადადგმას არ აპირებს

რუსეთსა და თურქეთს შორის „სიტყვების ომმა“ პიკს მიაღწია. რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა რუსეთს ურჩია, "ცეცხლთან თამაში შეწყვიტოს". რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი თურქეთს წითელი ხაზის გადაკვეთაზე მიუთითებს.

ოფიციალური მოსკოვი თურქეთისგან ბოდიშს ითხოვს, ანკარა კი მსგავსი ნაბიჯის გადადგმას არ აპირებს.

უკიდურესად დაძაბული მდგომარეობის მიუხედავად, ექსპერტები ფართომასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებას გამორიცხავენ. სპეციალისტების განმარტებით, რუსეთი ნატოს წევრ ქვეყანასთან ომის წამოწყებას ვერ გაბედავს.

მართალია სპეციალისტები ომის შესაძლებლობას გამორიცხავენ, თუმცა საუბრობენ იმ სანქციებსა და შეზღუდვებზე, რომელიც შესაძლოა, ორმა ქვეყანამ ერთმანეთს დაუწესოს.

ოფიციალური მოსკოვი 1 იანვრიდან თურქეთის მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმს აუქმებს. ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ მოსახლეობას დაპირისპირებულ ქვეყანაში გამგზავრებისგან თავის შეკავება ურჩია.

დასავლურ პრესაში წერენ, რომ ერთკვირიანი დაპირისპირებით ქვეყნებმა 40 მილიარდი იზარალეს. შეჩერდა ყველა ერთობლივი საინვესტიციო პროექტი. თუ მდგომარეობა არ განიმუხტა, ეკონომიკის ექსპერტების აზრით, ორივე მხარე, განსაკუთრებით კი რუსეთი, მნიშვნელოვნად იზარალებს.

 

ავტორი: თეონა ცხომელიძე

დღის ამბები