08 ოქტომბერი 2024,   18:48
ვრცლად
ესპანეთში ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი სამი პიროვნება დააკავეს

ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი სამი პიროვნება დააკავეს ესპანეთში. ანტიტერორისტული ოპერაცია ბარსელონასა და გრანოლესში ჩატარდა.

ძალოვანებმა წარმოშობით მაროკოელი ორი მამაკაცი და 24 წლის ესპანელი ქალბატონი დააკავეს. შინაგან საქმეთა უწყების ინფორმაციით, სამივე ეჭვმიტანილი ისლამური სახელმწიფოს რიგებში ახალი წევრების მოზიდვაზე მუშაობდნენ და გადაბირებულ ექსტრემისტებს სირიასა და ერაყში აგზავნიდნენ.

სხვა დეტალებს უწყება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ახმაურებს. დაკავებულებს ბრალი უკვე წაუყენეს. 

დღის ამბები