08 ოქტომბერი 2024,   18:47
ვრცლად
მადრიდსა და ლონდონში მოსახლეობა სახელმწიფოს ანტიტერორისტულ კამპანიას აპროტესტებს

ანტიტერორისტული სპეცოპერაციის პარალელურად მადრიდი საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ასობით ადამიანი სირიაში ინტერვენციის წინააღმდეგ გამოვიდა.

დემონსტრანტებს მიაჩნიათ, რომ თუ ესპანეთი ჩაერთვება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ კოალიციაში, დაჯგუფება ქვეყანაზე შურს იძიებს, ზუსტად ისევე, როგორვ ანტიერაყულ კამპანიაში მონაწილეობის გამო, ტერორისტებმა 2004 წელს მატარებლები ააფეთქეს და 200–მდე ადამიანი მოკლეს.

ერაყის ომი და მისი შედეგები შეახსენეს ხელისუფლებას ბრიტანელებმაც. ათასობით ადამიანი ლონდონში შეიკრიბა და დევიდ კემერონის ახალი ანტიტერორისტული სტრატეგია გააპროტესტა, რომელიც ფართო კოალიციაში მონაწილეობას გულისხმობს. ამ თემაზე კენჭისყრა პარლამენტში მომავალ კვირას გაიმართება.

დღის ამბები