08 ოქტომბერი 2024,   18:48
ვრცლად
ხმაურიანი აქციები თურქეთში-მოსახლეობა ქურთი ადვოკატის მკვლელობას აპროტესტებს

თურქეთის დიდი ქალაქები მასშტაბურმა საპროტესტი აქციებმა მოიცვა. მოსახლეობა გავლენიანი ქურთი ადვოკატის მკვლელობას აპროტესტებს. ქურთები და მათი მხარდამჭერები ტაირ ელჩზე თავდასხმას შეკვეთილ მკვლელობად მიიჩნევენ და მმარველ გუნდს ადანაშაულებენ. მოკლული ადვოკატი ხშირად აკრიტიკებდა ხელისუფლების პოლიტიკას, ეთნიკური ქურთების დევნაში ადანაშაულებდა და არასწორი პოლიტიკური კურსით ქურთი სეპარატისტების წახალისებაშიც სდებდა ბრალს.

აქციები ანკარაში, სტამბოლსა და დიარბაკირში გაიმართა. დედაქალაქში აქცია მშვიდობიანად დასრულდა, თუმცა დიარბაკირში და სტამბოლში პოლიციამ აქტივისტების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაკავებულია ათობით ადამიანი.

დღის ამბები