08 ოქტომბერი 2024,   18:46
ვრცლად
ბერლინში სანტების შეკრება გაიმართა

შობის მოახლოებასთან ერთად გერმანიაში სადღესასწაულო განწობა სულ უფრო მეტად იგრძნობა. საშობაო ბაზრობების გახსნის შემდეგ ბერლინში უკვე სანტა კლაუსების და ანგელოზების ტრადიციული შეკრებაც გაიმართა.

ტრადიცია 1949 წლიდან მოდის. ბერლინის სტუდენტური გაერთიანების წევრები შობაო პერსონაჟების კოსტუმებს ირგებენ, ქალაქის ქუჩებში პერფომანსებს აწყობენ და ამგვარად მოსახლეობას შობის მოახლოებას ახსენებენ. სანტა კლაუსები და ანგელოზები გამვლელებს ტკბილეულობასაც დაურიგებენ.

დღის ამბები