08 ოქტომბერი 2024,   18:48
ვრცლად
პოლიციამ პარიზში რესპუბლიკის მოედანი დაიკავა

პარიზში შეტაკებები ამ წუთებში აღარ მიმდინარეობს. სამართალდამცავებმა რესპუბლიკის მოედანი სრულად გაწმინდეს აქციის მონაწილეებისგან.

მანამდე კი რესპუბლიკის მოედანზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები პოლიციელებს ქვებს ესროდნენ. ვითარების განსამუხტა დპოლიციამ რამდენჯერმე გაუშვა ცრემლსადენი გაზი. 

აქცია პარიზში არასანქცირებული იყო, რადგან საგანგებო რეჟიმი ტერაქტების შემდეგ ამ დრომდე არ მოხსნილა, შესაბამისად აკრძალულია მანიფესტაციები.

რამდენიმე წუთის წინ რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს პრემიერმინისტრი უნდა მისულიყო, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილი რესპუბლიკის მოედანზე შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე არ მისულა.

დღის ამბები