08 ოქტომბერი 2024,   18:45
ვრცლად
პარიზში განვითარებული მოვლენების გამო ირაკლი ღარიბაშვილი რესპუბლიკის მოედანზე ვერ მივიდა

ირაკლი ღარიბაშვილი პარიზში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. საქართველოს პრემიერმინისტრი დღეს რესპუბლიკის მოედანზე უნდა მისულიყო და ტერაქტების დროს დაღუპულთათვის პატივი უნდა მიეგო, თუმცა საფრანგეთის დედაქალაქში განვითარებული მოვლენების გამო ღარიბაშვილმა რესპუბლიკის მოედანზე ვერ შეძლო. 

რამდენიმე საათის განმავლობაში პარიზის ცენტრალურ მოედანზე, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები მიმდინარეობდა. არსანქცირებული აქციის მონაწილეები პოლიციას ქვებს ესროდნენ, სამართალდამცველებმა კი ჰაერში ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. 

აქციის მონაწილეები კლიმატის სამიტში მონაწილეობის მიღებას და საკუთარი პოზიციების დაფიქსირებას ითხოვდნენ, თუმცა მათ პარიზის ქუჩებში არც მარშის და არც სამიტში მონაწილეობის საშუალება არ მიეცემათ. 

კლიმატის სამიტი ხვალ ოფიციალურად გაიხსნება, სამიტში მოხსენებით საქართველოს პრემიერმინისტრის წარსდგება.

ავტორი: თამარ ნუცუბიძე

 

ამავე თემაზე
დღის ამბები