08 ოქტომბერი 2024,   18:47
ვრცლად
ბოლო მონაცემებით, პარიზში აქციაზე მომხდარი არეულობების შედეგად 174 ადამიანია დაკავებული

ბოლო მონაცემებით, პარიზში გარემოს დამცველთა არასანქცირებულ აქციაზე მომხდარი არეულობების შედეგად 174 ადამიანია დაკავებული, 24 კი შინა პატიმრობაში იმყოფება. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომელმაც ასევე დასძინა, რომ საფრანგეთის პოლიცია თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებს.

რესპუბლიკის მოედანზე არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც გარემოს დამცველთა არასანქცირებული აქციის ასობით დემონსტრანტმა პოლიციის მისამართით სხვადასხვა ნივთების სროლა დაიწყო. სამართალდამცველებმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

აქტივისტები უკმაყოფილებას იმის გამო გამოთქვამდნენ, რომ პარიზის ტერაქტების შემდეგ საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და კლიმატის კონფერენციის მსვლელობის დროს მათ ტრადიციული მარშის ჩატარების საშუალებას არ აძლევენ.

დღის ამბები