08 ოქტომბერი 2024,   18:58
ვრცლად
პარიზში დღეს მსოფლიოს 147 ლიდერი შეიკრიბება

პარიზში მსოფლიო კლიმატის ცვლილებების კონფერენციასთან დაკავშირებით უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული. დღეს საფრანგეთის დედაქალაქში მსოფლიოს 147 ლიდერი შეიკრიბება, რის გამოც ქალაქში მობილიზებულია 2 ათას 800-ზე მეტი პოლიციელი.

პარიზში უკვე ჩავიდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელმაც თავის ფრანგ კოლეგასთან ერთად 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტების ადგილი, ბატაკლანის საკონცერტო დარბაზი მოინახულა.

პარიზში უახლოეს საათებში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებსაც ელოდებიან. არ არის გამორიცხული მათი პირისპირ შეხვედრაც, რაც თურქეთის მიერ ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერთა პირველი კომუნიკაცია იქნება.

კლიმატის ცვლილებების კონფერენციასთან დაკავშირებით ღამით ეიფელის კოშკი სიმბოლურად მწვანედ განათდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები