08 ოქტომბერი 2024,   18:47
ვრცლად
მოლდოვაში ათასობით ადამიანმა ანტისამთავრობო აქცია გამართა

მოლდოვაში ანტისამთავრობო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მომიტინგეები პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვენ.

ამჟამად მოლდოვაში პრეზიდენტი არაპირდაპირი გზით, პარლამენტის მიერ უმრავლესობით ინიშნება.

აქციები დედაქალაქ კიშინოვსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში ერთდროულად ჩატარდა. აქციის მონაწილეების თქმით, ქვეყანაში დემოკრატიისა და ოლიგარქიის ჭიდილი მიმდინარეობს.

მოლდოვაში მასობრივი უკმაყოფილების ტალღა რამდენიმე თვის წინ დაიწყო, რაც ქვეყნის საბანკო სისტემიდან კორუფციული გარიგებების გზით ერთი მილიარდი ევრო გაუჩინარდა, რამაც ინფლაცია გამოიწვია.

ამავე თემაზე
დღის ამბები