08 ოქტომბერი 2024,   18:49
ვრცლად
პარიზში პრეზიდენტი პუტინი ბარაკ ობამას ხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამერიკელ კოლეგას ხვდება. პარიზში მიმდინარე შეხვედრის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსი იტყობინება.

შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და ის დახურულ კარს მიღმა იმართება.

შეგახსენებთ, რომ პარიზში კლიმატის სამიტი მიმდინარეობს, სადაც მსოფლიო ლიდერები იმყოფებიან. სამახსოვრო ფოტოს გადაღებას ვლადიმერ პუტინი არ დასწრებია, თუმცა მოლოდინი, რომ მასსა და ბარაკ ობამას შორის შეხვედრა შედგებოდა სამიტის დაწყებისთანავე არსებობდა.

ფოტო:არქივი

დღის ამბები