13 ივნისი 2026,   16:50
ვრცლად
გიორგი გახარიას პარტიის წევრი ზაზა თავაძე პოლიტიკიდან მიდის და საადვოკატო საქმიანობას უბრუნდება

"გახარია-საქართველოსთვის" წევრი, ზაზა თავაძე პოლიტიკიდან მიდის და პროფესიულ, საადვოკატო-საკონსულტაციო საქმიანობას უბრუნდება. ამის შესახებ ზაზა თავაძე Facebook-ზე წერს.

"მადლობას გიხდით ყველა თანამოაზრეს, მხარდამჭერს და საერთოდ ყველას - ვისაც მოსწონდა, ან მეტიც, არც მოსწონდა ჩემი პოლიტიკაში ყოფნა. თქვენი მხარდაჭერა, კრიტიკაც და განსხვავებული აზრიც, ყოველთვის იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი,"- წერს ზაზა თავაძე.

ზაზა თავაძის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეფასებები გაკეთდა "გახარია საქართველოსთვის" წევრების მხრიდანაც. გიორგი შარაშიძის "ეს მხოლოდ პროფესიული კარიერიდან მიღებული გადაწყვეტილებაა".

"როგორც მე ვიცი, დაუბრუნდა თავის პროფესიულ საქმიანობას. იცით, რომ ის არის უმაღლესი დონის პროფესიონალი იურისტი, მუშაობს, მათ შორის, სამეცნიერო მიმართულებით. მისი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ეს არის. დარწმუნებული ვარ, როდესაც ის თავის კვლევას, რომელსაც თუ არ ვცდები, გერმანიაში აკეთებს, დაასრულებს და როდესაც პოლიტიკას დასჭირდება ზაზა თავაძე, დარწმუნებული ვარ, ის დაბრუნება პოლიტიკაში. ეს მხოლოდ პროფესიული კარიერიდან მოღებული გადაწყვეტილებაა", - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრმა, გიორგი შარაშიძემ.

დღის ამბები