აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტის მიმართულებით გაშვებული რამდენიმე ირანული დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც, მათივე თქმით, უშუალო საფრთხეს უქმნიდა რეგიონულ საზღვაო მიმოსვლას.
"რამდენიმე წუთის წინ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა ჩამოაგდეს ირანის ოთხი ერთჯერადი გამოყენების თავდასხმითი დრონი, რომლებიც ჰორმუზის სრუტის მიმართულებით იყო გაშვებული. აღნიშნული დრონები საფრთხეს უქმნიდნენ რეგიონში საზღვაო მიმოსვლას. ამის შემდეგ აშშ-ის ძალებმა იერიში მიიტანეს ირანის სანაპირო სადაზვერვო რადარის პოზიციებზე გორუკში და კუნძულ ქეშმზე, რათა აღეკვეთათ შემდგომი თავდასხმები და დაეცვათ საზღვაო უსაფრთხოება. ამერიკული ძალები კვლავ სრულ მზადყოფნაში რჩებიან და მზად არიან, თავდაცვის მიზნით უპასუხონ ირანის ნებისმიერ გაუმართლებელ აგრესიას," - აღნიშნულია განცხადებაში.
ირანმა კი სპარსეთის ყურეში მდებარე აშშ-ის ბაზებს რაკეტები ესროლა.