07 ივნისი 2026,   13:37
ვრცლად
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ირანული დრონები ჩამოაგდო

 

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ კვლავ ჩამოაგდო ირანული დრონები, რომლებიც, მათი მტკიცებით, ჰორმუზის სრუტეში საერთაშორისო საზღვაო მოძრაობას  საფრთხეს უქმნიდნენ.

აშშ-ის სამხედრო ძალების ინფორმაციით, გაანადგურეს ორი ირანული დრონი.

"დღეს დილით, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ძალებმა ჩამოაგდეს ორი ირანული თავდასხმის დრონი, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ საერთაშორისო საზღვაო მოძრაობას ჰორმუზის სრუტეში. ამერიკული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში რჩებიან და მზად არიან გააგრძელონ ირანული აგრესიის მოგერიება", - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობაის განცხადებაში.

 

წყარო: abcnews

დღის ამბები