“სააკაშვილის ჯალათები, გაუგონარ ძალადობაზე, მედლებსა და ჯილდოებს იღებდნენ. დღეს, ყოველი გადაცდომა და ძალადობა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში დასჯადია და ამისი უამრავი ფაქტი არსებობს", - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში და ნოდარ მელაძის შაბათის ანონსზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში ჩადენილ დანაშაულს, რომელიც გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში და პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.
როგორც გამსახურდია წერს, დღეს, ყოველი გადაცდომა და ძალადობა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში დასჯადია და ამისი უამრავი ფაქტი არსებობს.
“სააკაშვილის ჯალათები, გაუგონარ ძალადობაზე, მედლებსა და ჯილდოებს იღებდნენ.
დღეს, ყოველი გადაცდომა და ძალადობა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში დასჯადია და ამისი უამრავი ფაქტი არსებობს.
არ გამოგივიდათ ნაცებო, უვიზოს გაუქმების თემის აგორება, ნებისმიერს შეუძლია შევიდეს ინტერნეტშიბდა ნახოს, რომ ძალიან დიდი და ხანგრძილივი პროცედურაა.
მერე უცებ, ნოდარა მელაძის უკანა ჯიბიდან, უკვე, გახსნილი და მისჯილი დანაშაული გამოაძვრინეთ, გეგონათ რევოლუციურ ძალას მიცემდით და აქაც, არაფერი.
ვერა, როგორც მაგაში, ისე ვერაფერში ვერ გამოგვიჭერთ, იმიტომ რომ ჩვენ პირობებში, ძალადობაზე სასჯელია და ყველაფერი სრულდება კანონის ფარგლებში.”- წერს გამსახურდია.