13 ივნისი 2026,   13:44
ვრცლად
ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინს "რუსეთის დღესთან" დაკავშირებით მისალოც წერილს უგზავნის

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს "რუსეთის დღესთან" დაკავშირებით მისალოც წერილს უგზავნის. ფაშინიანის თქმით, დარწმუნებულია, რომ სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემაზე დაფუძნებული ღია და კონსტრუქციული დიალოგისთვის ორმხრივი მზადყოფნა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცებას.

"დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის ხალხებს შორის მრავალმხრივი კავშირები, ასევე ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემაზე დაფუძნებული ღია და კონსტრუქციული დიალოგისთვის ორმხრივი მზადყოფნა კვლავაც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განმტკიცებას და თანამშრომლობის შესაძლებლობების სრული სპექტრის გამოყენებას", - აღნიშნულია წერილში.

დღის ამბები