13 ივნისი 2026,   13:07
ვრცლად
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ჰორმუზის სრუტეში რამდენიმე ირანული დრონი ჩამოაგდო

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ამერიკულმა ძალებმა ირანის მიერ გაშვებული რამდენიმე დრონი ჩამოაგდო, - ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, დრონების სამიზნე ჰორმუზის სრუტეში მყოფი კომერციული გემები იყო.

"ირანმა რამდენიმე დრონი გაუშვა, რომელთა სამიზნე ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტით მყოფი კომერციული გემები იყო. აშშ-ის ძალებმა ბოლო საათებში ყველა დრონი ჩამოაგდო და ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვები შეუფერხებლად გრძელდება", - აღნიშნულია განცხადებაში.

მედიის ცნობით, უკვე ზედიზედ მეორე დღეა, აშშ-ის სამხედრო ძალები ღამით ირანული დრონების ჩამოგდების შესახებ აცხადებენ.

დღის ამბები