18 ივნისი 2026,   16:13
ვრცლად
რეზოლუციის ეს ნაწილი იკითხება როგორც რევოლუციური სცენარის სერიოზული ახალი მიმართულება, ვინაიდან ძველმა ვერც ერთმა ვერ გაამართლა - გიორგი ვოლსკი ახალ რეზოლუციაზე

ევროპარლამენტის მერვე რეზოლუცია, რომელიც წინა ტექსტების ანალოგია. საქართველოს შესახებ ანგარიში იმეორებს ტრადიციულ მოთხოვნებს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, პერსონალური სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილის, მთავრობის, სასამართლოსა და ძალოვანი უწყებების მიმართ.

ევროპარლამენტი ევროკომისიას მოუწოდებს, შექმნას მექანიზმი, რომლითაც უვიზო მიმოსვლა შეუნარჩუნდებათ მხოლოდ აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს.

მმართველი გუნდის შეფასებით, ეს მიდგომა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ ევრობიუროკრატია უგულებელყოფს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას და მხოლოდ ვიწრო, მათთვის სასურველ ჯგუფებს ლობირებს.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ კონკრეტული პირებისთვის პრივილეგიის მინიჭება, ქვეყნის დანარჩენი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების პირდაპირი მოთხოვნაა. 

"რეზოლუციის ეს ნაწილი იკითხება როგორც რევოლუციური სცენარის ერთ-ერთი სერიოზული ახალი მიმართულება, ვინაიდან ძველმა ვერც ერთმა მიმართულებამ ვერ გაამართლა - უნდა დაისაჯოს ყველა ის, ვისაც არ უნდა დაუჯეროს მარტა კოსის, კუბილიუსის თუ იუკნევიჩიენეს მითითებებს.

ეს არის ფორმულირება, რომელიც არაფერს ამის გარდა არ გამოხატავს აბსოლუტურად. რაც ყველაზე შემაშფოთებელია - საზოგადოების დაპირისპირების სცენარი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. დახვეწილი ფორმით გულისხმობს არამარტო სეგრეგაციას, არამედ დაპირისპირების ახალი სხვადასხვა ფორმატების და ფორმების შექმნას", - განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები