18 ივნისი 2026,   16:03
ვრცლად
დრამა "ნაციონალური მოძრაობის" ირგვლივ ვერ შედგება - ანა წითლიძე

შიდაპარტიული კრიზისი "ნაციონალურ მოძრაობაში" - მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანმა მისი თხოვნით უკვე დაიწყო შეხვედრები პარტიულ ორგანიზაციებთან. მისივე მტკიცებით, პარტიაში რჩება თინა ბოკუჩავაც, თუმცა სააკაშვილის მოულოდნელი გადაწყვეტილება და ძალაუფლების გადანაწილების პროცესი, პარტიის წევრებს შორის ღია დაპირისპირების მიზეზია.

პარტიის ინსტიტუციურ კრიზისზე საუბრობს ლევან ბეჟაშვილი და რადიკალურ გადატვირთვას ითხოვს. ამბობს, რომ თავმჯდომარის არჩევნების გარეშე, პირდაპირ დანიშვნა, თავის დროზე შეცდომა იყო. ამ ფორმით კი პოსტი თინა ბოკუჩავამ დაიკავა.

კულუარებიდან საჯარო სივრცეში გადმოტანილი დაპირისპირების პარალელურად, მოქმედმა თავმჯდომარემ საკუთარი ჩანაცვლების გეგმის შესახებ სოციალური ქსელიდან გაიგო. თინა ბოკუჩავა ციხიდან მიღებულ გადაწყვეტილებებს "იმპულსურსა და არათანმიმდევრულს" უწოდებს და ამბობს, რომ პარტია სწორედ ამან მიიყვანა კრიზისამდე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძეს განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობა არა პრივილეგია, არამედ მძიმე პასუხისმგებლობაა.

"დრამა "ნაციონალური მოძრაობის" ირგვლივ ვერ შედგება. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობა არასოდეს ყოფილა პრივილეგია - ეს არის მძიმე პასუხისმგებლობა. ამ პარტიაში არც ერთი თანამდებობა არ არის სამუდამო. ვადის ამოწურვა და გადადგომა არ არის ტრაგედია ან კრიზისი. პოლიტიკურ სისტემაში, სადაც ცვლილება კატასტროფად აღიქმება, რეალური დემოკრატია ვერ ჩამოყალიბდება. ამიტომ მიკვირს განსაკუთრებით პოლიტიკოსების ვისაც ეს ტრაგედია ჰგონიათ," - წერს ანა წითლიძე სოციალურ ქსელში.

დღის ამბები