18 ივნისი 2026,   16:03
ვრცლად
ეს რეზოლუცია არის მორიგი ლუსტრაცია იმისა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ეს უსამართლო დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გამოამჟღავნეს - ლევან მაჭავარიანი

ევროპარლამენტის მერვე რეზოლუცია, რომელიც წინა ტექსტების ანალოგია. საქართველოს შესახებ ანგარიში იმეორებს ტრადიციულ მოთხოვნებს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, პერსონალური სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილის, მთავრობის, სასამართლოსა და ძალოვანი უწყებების მიმართ.

ევროპარლამენტი ევროკომისიას მოუწოდებს, შექმნას მექანიზმი, რომლითაც უვიზო მიმოსვლა შეუნარჩუნდებათ მხოლოდ აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს.

მმართველი გუნდის შეფასებით, ეს მიდგომა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ ევრობიუროკრატია უგულებელყოფს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას და მხოლოდ ვიწრო, მათთვის სასურველ ჯგუფებს ლობირებს.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ კონკრეტული პირებისთვის პრივილეგიის მინიჭება, ქვეყნის დანარჩენი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების პირდაპირი მოთხოვნაა.

"ეს რეზოლუცია არის მორიგი ლუსტრაცია იმისა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ეს უსამართლო დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გამოამჟღავნეს, ისევ ითხოვენ არჩევნების ჩატარებას, როდესაც ერთი მტკიცებულებაც არ არსებობს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ასევე, კვლავ ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. ჩვენთვის ეს სიახლე არ არის. ამ შემთხვევაში, გრძელდება შანტაჟი ვიზალიბერალიზაციით, თუმცა იქვე მიუთითებენ, რომ არის გარკვეული ჯგუფი, რომლებსაც ეს არ უნდა შეეხოთ თეორიულად, თუ ეს ყველაფერი მოხდა.

რა თქმა უნდა, მათი ინტერესების გამტარი ჯგუფი არის მათი დასაყრდენი კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" და ეს ჩვენ პირველად ხომ არ ვიხილეთ. 2024 წელს ვნახეთ, რომ მათ ჩაუტარეს წინასაარჩევნო კამპანია, მინისტრებს აგზავნიდნენ ანტისამთავრობო მიტინგებზე და 5 რევოლუციის დაგეგმვაში და დაფინანსებაში მიიღეს მონაწილეობა. ეს იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ის ჯგუფი, რომელიც მათ დავალებებს უსიტყვოდ შეასრულებს", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

დღის ამბები