18 ივნისი 2026,   18:01
ვრცლად
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორი: ვგეგმავთ, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში მხარს დავუჭერთ 40 მლრდ ლარზე მეტ ინვესტიციას ქართულ ეკონომიკაში

საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორის, ირაკლი გაბრიაძის ინფორმაციით, კორპორაცია ეკონომიკის და ადგილობრივი კერძო სექტორის მხარდაჭერის კუთხით რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს.

"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ქართული ეკონომიკის ზრდას და განვითარებას, ესენია: ექსპორტის მხარდაჭერა, ასევე კორპორაციის მიზანია, ხელი შეუწყოს სასესხო ინსტრუმენტების გამრავალფეროვნებას და დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოზიდვას“ - აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ.

კორპორაცია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ტრანსფორმაციის შედეგად შეიქმნა. კორპორაციის მიზნებსა და ამოცანებზე, ასევე ქართველ მეწარმეთა მხარდასაჭერად შექმნილი ახალი ინსტრუმენტების შესახებ, გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გაბრიაძემ დღეს ამ თანამდებობაზე მისი წარდგენის ღონისძიებაზე ისაუბრა.

"ვგეგმავთ, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში მხარს დავუჭერთ 40 მლრდ ლარზე მეტ ინვესტიციას ქართულ ეკონომიკაში" - აღნიშნა კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა.

 

დღის ამბები